ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა, სადაც მე-11 მაჟორიტარული ოლქის ბათილი ბიულეტენები გადაითვალეს.
საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმების ხელახალი გადათვლის შედეგად, ზუგდიდის საკრებულოში ენმ-მ ერთი მანდატი დაკარგა.
მე-11 ოლქის 53-ე, 54-ე, 57-ე და 58-ე უბნების გახსნის შედეგად ქართულ ოცნებას ბათილი ბიულეტენებიდან 12 ხმა დაემატა.
მანამდე, ენმ-ს საკრეებულოში 23 დეპუტატი ჰყავდა, ახლა კი – 22.
ამ დროის მონაცემებით, ქართულ ოცნებას 20 დეპუტატი ჰყავს, გახარიას პარტიას 2, ერთი კი გაუნაწილებელი მანდატია.
ენმ-ის ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელის, ანი წითლიძის თქმით, ოლქი წინასწარ გახსნეს და ამის გამო მიიღეს ხმების ხელახლა გადათვლის გადაწყვეტილება.
წითლიძე ამბობს, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და ამ საკითხზე პროკურატურას აუცილებლად მიმართავს.
თავის მხრივ ბრალდებებს უპასუხა კომისიის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ ამ ოქლზე იყო საზოგადოების დიდი ინტერესი და ხმათა უმრავლესობით გადაწყდა ბათილი ხმების გადათვლა, რაც არ არის კანონდარღვევა.