ნანგრევებიდან ამოყვანილი ერთი წლის ბავშვი კლინიკაში.
ფოტო სოციალურ ქსელებში ვრცელდება. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
დღეს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 6-სართულიანი სახლის ჩამონგრეულ სადარბაზოს ნანგრევებში, უცნობია რამდენიმე ადამიანი მოჰყვა. მაშველები ამ დრომდე მუშაობენ და ცდილობენ ადამიანების გადარჩენას. ადგილზეა პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ჯგუფებიც.