ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის ქმარი, რამაზ დავლაძე ამბობს, რომ მისი ცოლი ჯერჯერობით კონტაქტური არ არის.
როგორც დავლაძე აცხადებს, ის ახლა ნანგრევებიდან შვილების ამოყვანას ელოდება. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია 1 და 9 წლის ბავშვებზე.
“ძალიან შეუძლოდაა, დამტვრეულია. ღმერთის წყალობით ცოცხალია. ახლა ბავშვებსაც გამოვიყვანთ, ღმერთის წყალობით. ბავშვების ხმა თითქოს ისმისო, მაგრამ მე არაფერი ვიცი. არ მინახავს არცერთი. მეუღლე ჯერჯერობით კონტაქტური არაა”, – აცხადებს რამაზ დავლაძე.
დაშავებული ქალი ნანგრევებში 8 საათზე მეტხანს იმყოფებოდა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ახლაც გრძელდება.