აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თქმით, გეოლოგები ჩამონგრეული კორპუსის გარშემო ყველა შენობის მდგრადობას შეისწავლიან.
“როგორც კი მაშველები მორჩებიან სამუშაოს, მობილიზებული არიან როგორც კონსტრუქტორები, ასევე გეოლოგები და ირგვლივ შეისწავლიან ყველა კორპუსის მდგრადობას, რამდენად უსაფრთხოა მათი იქ დარჩენა”, – განაცხადა რიჟვაძემ.
26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა.
9 ოქტომბრის 10:34 საათისთვის შენობიდან ამოყვანილია 7 ადამიანი, აქედან 1 ცოცხალი და 6 გარდაცვლილი. 6 გარდაცვლილიდან 2 ბავშვია, ასევე ორი მამაკაცი. მანამდე, ნანგრევებში იპოვეს ასაკოვანი ქალის ცხედარიც.
მაშველები კიდევ სამ ადამიანს ეძებენ.