26.11.2024

ნანგრევებიდან ამოყვანილი კაცის ბაბუა – 11 საათი ვერტიკალურ მდგომარეობაში გაძლება რთულია, ასეთი ადამიანის გადარჩენა ნამდვილად სასწაულია

ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი 37 წლის ზვიად თავდგირიძია ბაბუა, ქირურგი აკაკი ბერიძე შვილიშვილის გადარჩენისთვის ექიმებს მადლობას უხდის და ამბობს, რომ ასეთი ადამიანის გადარჩენა, რომელიც 11 საათივერტიკალურ მდგომარეობაში იყო, ნამდვილად სასწაულია.

„დღეისთვის, ჩემი შვილიშვილის მდგომარეობა უკეთესია – ყოველდღიურად უმჯობესდება.

მოვინახულე, ერთად გავაკეთეთ შეხვევა, ექსტუბაციასაც (ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნა) ვესწრებოდი. ძალიან კმაყოფილი ვარ ყველაფრით. ჯანდაცვის სისტემის, ჩემი კოლეგების, ბათუმისა და თბილისის ექიმების მიერ გადარჩა, თორემ, 11 საათი ვერტიკალურ მდგომარეობაში გაძლება რთულია. ასეთი ადამიანის გადარჩენა ნამდვილად სასწაულია“, – აღნიშნავს აკაკი ბერიძე.

ზვიად თავდგირიძე ერთადერთია, რომელიც ნგრევის დროს კორპუსში იყო და გადარჩა. ის ხელოვნური ვენტილაციიდან მოიხსნა და დადებითი დინამიკა აქვს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

სალომე ზურაბიშვილი – საჭიროა ახალი თაობა და ახალი პოლიტიკური ძალები

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება არამხოლოდ კრიტიკული შეფასებაა არსებული პოლიტიკური ველის მიმართ, არამედ შეიცავს სტრატეგიულ გზავნილს, რომელიც რამდენიმე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img