თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს უკვე მეხუთე ტალღის დასაწყისი პერიოდია. ძალიან მნიშვნელოვანია, რა მოხდება მომდევნო კვირის განმავლობაში, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან საგანგაშოა კორონავირუსის შემთხვევების ეს მატება.
„ძალიან საგანგაშოა ეს მატება. ჩვენი პროგნოზით, ეს მატება შესაძლებელია ნოემბერ-დეკემბერში ყოფილიყო მეხუთე ტალღის სახით და ვფიქრობდით, რომ ხელშემწყობი ცივი ამინდები იქნებოდა რესპირაციული ვირუსების გააქტიურების პერიოდი, თუმცა გაცილებით ადრე დაიწყო ამ შემთხვევების მატებამ. ძალიან მნიშვნელოვანია, რა მოხდება მომდევნო კვირის განმავლობაში, თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში უკვე მეხუთე ტალღის დასაწყისი პერიოდია“,- აცხადებს ივანე ჩხაიძე.