“რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, “რესპუბლიკური პარტია” ნაციონალური მოძრაობის 14 ოქტომბრის აქციას არ შეუერთდება, თუმცა, მის მიმართ სოლიდარულია.
“ჩვენ ვაცხადებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული ბრალდებებია, რაც უკავშირდება მის მმართველობას, ახლა ის პოლიტიკური პატიმარია ქართული ოცნების და ეს არის რევანში ქართული ოცნებისგან. რაც შეეხება 14 ოქტომბრის აქციებს, ამ აქციებს რესპუბლიკური პარტია არ უერთდება”. – თქვა ხათუნა სამნიძემ.
მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციას ოპოზიციური პარტიებიდან არც “ლელო” და “ევროპული საქართველო” შეუერთდება. ორივე პარტია სოლიდარობას უცხადებს მიხეილ სააკაშვილს, თუმცა მათი განმარტებით ნაციონალური მოძრაობის დაგეგმილ აქციაში მონაწილეობაზე უარს პარტიულობის გამო ამბობენ.