პოლიტიკოსი და ფოთის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი გიგი უგულავა, რომელმაც 7 ოქტომბერს, სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” კორონავირუსის დადასტურების შესახებ თავად დაწერა, დღეს თავისუფლების მოედანზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა.
უგულავამ მადლობა გადაუხადა ექიმებს, რომლებმაც აქციაზე მისვლის საშუალება მისცეს.
ცნობისათვის, საქართველოში მოქმედი პროტოკოლით, თუ დაავადება მიმდინარეობს სრულიად უსიმპტომოდ, ან მსუბუქად, პაციენტი 10 დღე უნდა იმყოფებოდეს იზოლაციაში და მე-11 დღიდან იხსნება მეთვალყურეობიდან. გიგი უგულავას შემთხვევაში კი, მხოლოდ 7 დღეა გასული.