რა ახსნა უნდა მოუძებნო იმ ადამიანების საქციელს, რომლებმაც გააზრებულად იციან, რა ჩაიდინა სააკაშვილის რეჟიმმა და დღეს იქ დგას? – ავადმყოფობა, – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსთან“ განაცხადა.
გოგიჩაიშვილის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაპირება, რომ შეიქმნება კოალიციური მთავრობა, მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ორ თვეში აღარ იარსებებს.
„ეს „ქართული ოცნების“ დასასრულის დასაწყისი იქნება, თუ პროცესი ასე წავა. ჩვენ შანტაჟში ვერ ვიცხოვრებთ – „მგელი მოვა, მგელი მოვაზე“ არ არის ლაპარაკი, განვითარება გვინდა, ერთ ადგილას ვდგავართ, ვტკეპნით, კიდევ უფრო უკან წავალთ. ამ ტყვეობაში ადამიანი ბოლოს ვეღარ გაძლებს. ამით ვაჭრობა, სპეკულაცია, ეს თუ არა, ის იქნება – ეს კიდევ უფრო დიდი დანაშაულია, შეიძლება უფრო უარესი პროცესი მივიღოთ. რადგან აქამდე მიიყვანეს, ამაზე პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე ხელისუფლებას ეკუთვნის.
ხელისუფლებას რომ იღებ, მორალური ლეგიტიმაცია ხომ უნდა გქონდეს? „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია. ვერაფერს გააკეთებენ, რევანშისა და შურისძიების მეტი არაფერი მოხდება – იმაზე უარესი მოხდება, რაც ხდებოდა. ამხელა ბოღმა, რომ შემოესევა და გადმოეფინება, ამაზე ადამიანი რომ ფიქრობ, შეიძლება ყველა გადაწიო და ფარად დადგე. თქვენ წარმოგიდგენიათ „ნაციონალურ მოძრაობაში“ კოალიცია?! რამდენ ხანში გაანადგურებს იმ თავის კოალიციას? – ალბათ ორ თვეში ეს კოალიცია აღარ იარსებებს, იმათ უბრალოდ შეჭამენ. ერთმანეთი არ დაინდეს ხელისუფლებაში, რომ მოვიდნენ 2003 წელს, ვინ ვის დაინდობს, რა კოალიცია და ვინ დააბალანსებს?!“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალი სტუდია“-სთან.