თუ ასე გაგრძელდა, Covid-თან მებრძოლი ექიმი აღარ გვეყოლება, ვერცერთი გადავრჩებით – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, ლევან რატიანმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან ისაუბრა.
“თუ არ იქნა ვაქცინაცია მასიური, ვერ წარმოიშობა სამწუხაროდ პოპულაციური იმუნიტეტი, ამიტომ სულ გვექნება აღმავალი პიკი, დაღმავალი პიკი… ძალიან მეშინია ხოლმე ამ სიტყვის, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, ძალიან მალე დადგება პერიოდი, როცა ქვეყანას საექიმო საზოგადოება, კოვიდთან მებრძოლი არ ეყოლება.
თუ ასე გაგრძელდა, მოჭარბებულ, მოზღვავებულ პაციენტებს ეს საექიმო რესურსი ვერ გაუძლებს და დადგება დრო, რასაც კოლაფსი ჰქვია, ჩვენდა სამწუხაროდ და ვერც ერთი ვერ გადავრჩებით, თუ ასე გაგრძელდა” – განაცხადა ლევან რატიანმა.