22.11.2024

მეუფე სტეფანე სააკაშვილს – შეწყვიტე რა ეს ვითომ შიმშილობა, რაში გჭირდება? ვის ეპოზიორები ან რას იმას შვები რა

შეწყვიტე რა ეს ვითომ შიმშილობა, დაანებე თავი. რაში გჭირდება? ვის ეპოზიორები ან რას იმას შვები რა… – ასე მიმართა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ მიხეილ სააკაშვილს. მისი თქმით, ქვეყანაში საერთო ეროვნული შერიგებაა საჭირო, რაც პრეზიდენტ სააკაშვილის ქმედებებზე ბევრად არის დამოკიდებული.

მეუფე სტეფანე: “შეწყვიტე რა ეს ვითომ შიმშილობა, დაანებე თავი. რაში გჭირდება? ვის ეპოზიორები ან რას იმას შვები რა. თუ მართლა გინდა შერიგება, დაიწყე ეს შერიგება, შევხედავთ და მერე ვნახოთ რა იქნება კაცო. ისინიც დგანან, სასულიერო პირები და საყოველთაო შერიგება და რაღაც, ვითომ ის არის რა, აიღებ, მოგინდა უცებ და შერიგდები რა, ვითომ ეს შენზეა დამოკიდებული მარტო. შერიგება დამოკიდებულია ვისთანაც რიგდები იმაზეც… ხან ისე იქნება, ხან ასე. ხან პრეზიდენტი იქნები, ხან ციხეში ხარ. ორივე სიტუაციაა გააანალიზე. პრეზიდენტი რომ ხარ თავში კი ნუ აგივარდება და ყველაფერი შენი კი ნუ გგონია. მერე ციხეშიც შეიძლება მოხვდე და იმ ციხეშიც, ყველაფერზე უარს კი ნუ იტყვი, რომ მე არაფერი დამიშავებია, პოლიტპატიმარი ვარ აბა ახლავე გამომიშვითო. რომ გამოგიშვან, მერე ღვთის წინაშე რა მძიმედ დაისჯები. ჯობია აღიარო, რომ არასწორად გააკეთე რამე და შეეგუე იმ მდგომარეობას, მადლობა უთხარი ღმერთს. რაის შიმშილობა”.  

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img