24.11.2024

Tesla-ს აქციების ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

Tesla-ს აქციების ფასმა პარასკევს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ელექტრომობილების მწარმოებელი კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა იმ კომპანიების ელიტურ ჯგუფს, რომელთა საბაზრო შეფასება $1 ტრილიონს აჭარბებს.

კომპანიის აქციები 1,8%-ით გაიზარდა და $910 შეადგინა. ავტომწარმოებელმა მცირე დროით სოციალურ ქსელ Facebook-ის საბაზრო შეფასებასაც გადააჭარბა.

ელექტრომობილების მწარმოებლის აქციების ფასი მიმდინარე წლის განმავლობაში 29%-ით გაიზარდა. ამავდროულად, Facebook-მა დიდი დარტყმა მიიღო და კომპანიის აქციების ფასი 6,1%-ით დაეცა.

Tesla გლობალურად ორ ყველაზე გაყიდვადი EV მოდელს აწარმოებს- Model 3-ს და Model Y-ს. ელექტრომობილების მიმართ მიმღებლობა ზრდის ფონზე, Tesla სავარაუდოდ, პოლიტიკის შემქმნელების მხარდაჭერის მთავარი ბენეფიციარი იქნება. სწორედ ამაზე დებენ ფსონებს ინვესტორები.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ეშა დეი

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img