„კარგი კოვიდ-პასპორტები არ გვინდა, ჩემთვის არაა გასაგები, მაგრამ გავატაროთ საქართველოს ყველა მოქალაქეს მობილურში უნდა ჰქონდეს აპლიკაცია, სადაც ავტომატურად იქნება მისი სტატუსი ასახული კოვიდ-დადებითია თუ არა, ამ აპლიკაციის გარეშე ვერ უნდა შედიოდე ვერსად ანუ სახლს ვერ უნდა ტოვებდეს ადამიანი“, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” წერს.
მისი თქმით, ამით კოვიდდადებითი ადამიანების საზოგადოებაში სიარული გამორიცხული იქნება.
„ეს იქნება მინიმალური წინ გადადგმული ნაბიჯი, რომ კოვიდიანი ხალხის საზოგადოებაში სიარული თავიდან ავირიდოთ. იქნებ ეს მინიმალური მაინც მოვახერხოთ.
პ.ს. ჩვენი მეზობელი ქვეყნის თურქეთის მაგალითია, ახალი გამოგონებები არაა საჭირო!“, – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.