იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის თქმით, სავალდებულო ვაქცინაცია პანდემიის დასამარცხებლად ერთ-ერთი საშუალება იქნება.
ჩხაიძე განმარტავ, რომ, ვაქცინაცია სავალდებულო კონკრეტულ ჯგუფებში უნდა იყოს.
“თუ დარჩა ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი, მაშინ ვფიქრობთ, რომ ეს ერთ-ერთი შესაძლებლობაა, რომ ქვეყანამ ეს გზა აირჩიოს, სავალდებულო ვაქცინაცია, ოღონდ გარკვეულ ჯგუფებში. აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ეს გახდეს ყველასთვის სავალდებულო. ძალიან ბევრი ქვეყანა ამ გზას ირჩევს, შეიძლება იყოს სამედიცინო პერსონალი, უმრავლეს ქვეყანაში ეს ასე, შეიძლება იყოს მასწავლებლები…
არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლებელია ქვეყანას ეს გადასაწყვეტი გარკვეულ ეტაპზე ჰქონდეს”,- ამბობს ივანე ჩხაიძე.