23.11.2024

დიმიტრი ხუნდაძე – შესაძლოა, პრეპარატი „ნარკანი” სააფთიაქო ქსელში რეცეპტის გარეშე გაიცეს

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, შესაძლოა პრეპარატი „ნარკანი”, სააფთიაქო ქსელში რეცეპტის გარეშე გაიყიდოს.

მისივე განცხადებით, ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის კომიტეტი დარგობრივ ექსპერტებთან ერთად იმსჯელებს.

“არის შემთხვევები, როცა ნარკოტიკების ზედოზირებით მოხმარების შემთხვევაში დგება ლეტალური შედეგი. ასეთ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია პრეპარატ “ნარკანის” მოხმარება და დროს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომ ის იყოს ხელმისაწვდომი. დღეს ის სააფთიაქო ქსელში გაიცემა მხოლოდ რეცეპტის საშუალებით და ეს, რა თქმა უნდა, მისი მოპოვების დროს ზრდის და ამცირებს ხელმისაწვდომობას. ამიტომ, ჯანდაცვის კომიტეტი დარგობრივ ექსპერტებთან ვიმსჯელებთ და გავცემთ შეთანხმებულ რეკომენდაციას, რომ ეს პრეპარატი გადმოვიდეს მესამე ჯგუფში, აფთიაქებში იყოს ხელმისაწვდომი და გაიცემოდეს რეცეპტის გარეშე”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img