ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალური ქსელით აუცრელ მოქალაქეებს მიმართავს და ამბობს, რომ უკვე დიდი ხანია არსებობს კოვიდთან ბრძოლის საწინააღმდეგო საშუალება და მას სიკვდილის რისკის შემცირება 90%-ით შეუძლია.
კულუმბეგოვი წერს, რომ ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს.
“კოვიდით გარდაცვლილთა რიცხვმა ქვეყანაში 10 000 გადააჭარბა!
მხოლოდ ოქტომბერში 1000 – ზე მეტი მოქალაქე დავკარგეთ! მიაწვდინეთ ამ ხალხს ხმა, რომ უკვე დიდი ხანია გვაქვს წამალი (ვაქცინა), რომელსაც ამ სიკვიდილის რისკის 90%-ით შემცირება შეუძლია!ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს!” – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.