საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5553 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 47 პაციენტი.
ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 4223 პირი.
დადებითობის დღიური მაჩვენებელია 11.35%, ბოლო 7 დღის 9.06%, ხოლო ბოლო 14 დღის – 9.02%.
ინფიცირების 5 553 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 734 გამოვლინდა, აჭარაში – 149, იმერეთში – 1 189, ქვემო ქართლში – 317, შიდა ქართლში – 512, გურიაში – 132, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 448, კახეთში – 657, მცხეთა-მთიანეთში – 149, სამცხე-ჯავახეთში – 123, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 83.