22.11.2024

დიდ ბრიტანეთში COVID-19-ის სამკურნალო პირველი აბი დაამტკიცეს

Reuters-ის ინფორმაციით დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც გამოსაყენებლად დაამტკიცა Covid-19-ის სამკურნალო ანტივირუსული აბი, მოლნუპირავირი. პრეპარატზე ფარმაცევტული კომპანია Merck & Co. მუშაობდა.

მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების რეგულატორმა სააგენტომ (MHRA) გასცა რეკომენდაცია, გამოიყენონ მოლნუპორავირი Covid-19-ის ტესტის დადებითი პასუხის შემდეგ, რაც შეიძლება მალე, სიმპტომების გამოვლენიდან პირველ ხუთ დღეში. 

მოლნუპირავირი მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი მედიკამენტია, რომლის მიღებაც სახლში, ტაბლეტის სახით, პირის ღრუდან შეიძლება და არა მაგალითად ინექციის გზით.

მოლნუპირავირი არის მედიკამენტი, რომელიც ვირუსის რნმ-ს დააზიანებს და მის რეპლიკაციას ხელს შეუშლის. კერძოდ, მედიკამენტი ორგანიზმში ვირუსის გამრავლებას უშლის ხელს, რადგან აბში შემავალი ნივთიერება მიზანში იღებს და ანადგურებს კორონავირუსის იმ ფერმენტს, რომელსაც ვირუსი საკუთარი თავის ასლების შექმნისთვის იყენებს. 

აღსანიშნავია, რომ მედიკამენტი ვერ ჩაანაცვლებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img