საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი და მან ამ ყველაფრის გამო, პასუხი უნდა აგოს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
“როდესაც ადამიანს აქვს ძალიან მძიმე დანაშაულები, რა თქმა უნდა, მან პასუხი უნდა აგოს. რატომ უნდა უხაროდეს ვინმეს, თუნდაც ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ყოფნა?! რა არის ამაში სასიხარულო, მაგრამ ადამიანს, როდესაც ასეთი მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი – ადამიანი, რომელიც იყო მთავარი შემოქმედი იმ რეჟიმის, რომელიც აუბედურებდა, კლავდა, ოჯახები, ახალგაზრდები, გაანადგურა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ეს ხომ ძალიან ცუდი იყო და არავის მოგვწონდა?! ამ ყველაფერს ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას და ვერავინ უნდა გაბედოს თავისი ქვეყნის მოქალაქეების ჩაგვრა, ძალადობა და მსგავსი დამოკიდებულება”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.