23.11.2024

არჩილ თალაკვაძე – ამ ხალხს არ უნდა დემოკრატიული არჩევნები, ამ ხალხს არ უნდა ქვეყანაში სიმშვიდე, მაგრამ უნდა შეეგუონ, რომ რჩებიან ოპოზიციაში

ამ ხალხს არ უნდა დემოკრატიული არჩევნები. ამ ხალხს მართლაც არ უნდა ქვეყანაში სიმშვიდე, მაგრამ უნდა შეეგუონ იმას, რომ არჩევნებში კიდევ ერთხელ დამარცხების შემდეგ მათი რეალობა, მოცემულობა გახლავთ ის, რომ ისინი რჩებიან ოპოზიციაში – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ ისაუბრა.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, პრემიერ – მინისტრიც, პარტიის თავმჯდომარეც, პარლამენტის თავმჯდომარეც და პოლიტიკური გუნდის წევრებიც, რომ არჩევნების შემდეგ ერთი თვის განმავლობაში რადიკალური ოპოზიცია შეეცდება, დახატოს სურათი თითქოს ქვეყანაში ისევ არის არეულობა დესტაბილიზაცია. ჩვენ ვუთხარით საზოგადოებას, რომ არჩევნებიდან დაახლოებით ერთ თვეში ეს ხმაური იქნება და ეს ხმაური ამოიწურება, ვინაიდან, არავითარი ლეგიტიმური საფუძველი არ აქვს იმას, რომ არჩევნები წააგე და მერე ამბობს, რომ არ მინდა ვიყო ოპოზიცია, მაინცდამაინც მინდა, რომ გავიმარჯვო, ოღონდ არჩევნებით ვერ გავიმარჯვებ, რაღაც ფორმით მინდა გავიმარჯვო. ეს არის დემოკრატიული ფორმის წინააღმდეგ.

ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ხალხს არ უნდა დემოკრატიული არჩევნები. ამ ხალხს მართლაც არ უნდა ქვეყანაში სიმშვიდე, მაგრამ უნდა შეეგუონ იმას, რომ არჩევნების კიდევ ერთხელ დამარცხების შემდეგ მათი რეალობა, მოცემულობა გახლავთ ის, რომ ისინი რჩებიან ოპოზიციაში. დამარცხდნენ არჩევნებში და წააგეს მათ მიერ გამოცხადებული რეფერენდუმი, რომელსაც ასე მაღალფარდოვნად გვაყვედრიდნენ და იმუქრებოდნენ, რომ რეფერენდუმი მაინც იქნება. ფაქტია, რომ რეფერენდუმიც წააგეს, ჩვენ ვთქვით, რომ მინიმუმ 47%-ს ავიღებთ და გავიმეორეთ საპარლამენტო არჩევნების შედეგი და ადგილობრივმა არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საპარლამენტო არჩევნებში მიღებული შედეგი გახლდათ მართლაც ლეგიტიმური”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img