“6 ნოემბერს 6 საათზე შეიკრიბებიან, ეცდებიან, 6 000 კაცი შეკრიბონ, მათი კოდი გაშიფრეს. ეს არის მათი რეალური სახე, ხომ? შეეცდებიან რაღაცების გაკეთებას, მაგრამ ყველა ხედავს, რომ არანაირი რესურსი მათ არ აქვთ არც ქუჩის, არც არჩევნების და არც არაფრის. ჩვენ ძალიან მალე გადავერთვებით საერთოდ სხვა დღის წესრიგზე და ამ პოლიტიკური ძალის ხსენება აღარ იქნება საერთოდ.” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა.