ლიეტუვამ ბელარუსუსთან საზღვარზე ფოლადის კედლის მშენებლობა დაიწყო, მიგრანტების რიცხვის ზრდის გამო. ამის შესახებ ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.
მედიასაშუალების ინფორმაციით, ლიეტუვამ ბელორუსის საზღვარზე ფოლადის კედლის პირველი მონაკვეთები უკვე განათავსა.
ლიეტუვამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ახლო აღმოსავლეთიდან და სხვა რეგიონებიდან ბელარუსის საზღვრებიდან დაიწყეს შესვლა.
ევროკავშირი ბელარუსს ადანაშაულებს, რომ ის მიზანმიმართულად არ აკავებს მიგრანტებს და საკუთარი ტერიტორიის გავლით ევროპის ქვეყნებში უშვებს.
ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ბრალდებებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ ევროკავშირის სანქციების გამო რესურსები მცირდება, რის გამოც მიგრანტებს ვეღარ შეაკავებს
კედლის მშენებლობისთვის უკვე გამოყოფილია 152 მილიონი ევრო.