ბოლო 24 საათში საქართველოში ვირუსით ინფიცირების 5 340 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და კორონავირუსით გარდაცვალების 62 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 743 511-ს. ხოლო, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 300 პირი ემსხვერპლა.
4 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.66%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.45% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.99%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 631 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 681 919.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 340 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 956 შემთხვევა,
აჭარა – 217,
იმერეთი – 1 059,
ქვემო ქართლი – 413,
შიდა ქართლი – 446,
გურია – 130,
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 328,
კახეთი – 492,
მცხეთა-მთიანეთი – 109,
სამცხე-ჯავახეთი – 119,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -71.