დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანგარიშის თანახმად, 1 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 1 802 566 დოზა აცრაა ჩატარებული, საიდანაც სრულად აცრილია 813 437 მოქალაქე, რაც მოზრდილი მოსახლეობის 28.7%-ს შეადგენს.
„ფაიზერით“ სრულად ვაქცინირებულია – 425 493 ადამიანი, „ასტრაზენეკით“ – 58 591 ადამიანი, „სინოფარმით“ – 253 253 ადამიანი, ხოლო „სინოვაკით“ – 79 100 ადამიანი.
მათივე ცნობით, დღეში დაახლოებით, ყოველ 100 000 მოსახლეზე 85 დოზა აცრა კეთდება.
ამასთან ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის სრული დოზით აცრების 52% თბილისში ჩატარდა.