რუსთავის ციხესთან, სადაც ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იხდის სასჯელს, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე არიან მოქალაქეები და ოპოზიციის წარმომადგენლები. მათი თქმით, პროტესტი უწყვეტი იქნება, მანამ, სანამ მოშიმშილე პატიმარ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მათ ციხის გალავნის გასწვრივ რკინის კორდონები განალაგეს.