სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშილის მიერ საკვების მიღების ფაქტების გარკვეულ ნაწილს ასაჯაროებენ. აღნიშნული ვიდეომასალა პენიტენციური სამსახურის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.
მათივე განმარტებით, ასევე ასაჯაროებენ იმ პროდუქტების ამსახველ ფოტომასალას, რომელიც მიიღო სააკასვილმა.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მიხეილ სააკაშილის მიერ საკვების მიღების ფაქტების გარკვეულ ნაწილს. აღნიშნული ვიდეომასალა ნათლად ასახავს იმას, თუ როგორ იღებს პატიმარი მიხეილ სააკაშილი საკვებს და ნატურალურ წვენებს დღის სხვადასხვა მონაკვეთში. ასევე ვასაჯაროებთ იმ პროდუქტების ამსახველ ფოტომასალას, რომელიც მიიღო სააკაშილმა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.