27.11.2024

იზრდება თუ არა საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები?

საქართველოს პარლამენტს 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსია წარედგინა. დოკუმენტის თანახმად, 2022 წელს შრომის ანაზღაურებაზე 1.83 მილიარდი ლარი დაიხარჯება, რაც ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველ ვერსიას დაახლოებით 177 მილიონი ლარით აჭარბებს.

2022 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსების 22.3 მლნ ლარით გაზრდას ითვალისწინებს, რომლის ფარგლებში მასწავლებლების გარდა გათვალისწინებულია სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდაც, ასევე მანდატურების და სოციალური მუშაკების ხელფასების ზრდა. 

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 13.8 მლნ ლარით, რაც ხელფასების 10%-იან ზრდას ითვალისწინებს.

თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 44.4 მლნ ლარით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნაციები გაზრდილია 65 მლნ ლარით. ხოლო, სასამართლო სისტემის დაფინანსება – 9.1 მლნ ლარით. აღნიშნული თანხები ძირითადად ამ უწყებებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებას მოხმარდება.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

სალომე ზურაბიშვილი – საჭიროა ახალი თაობა და ახალი პოლიტიკური ძალები

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება არამხოლოდ კრიტიკული შეფასებაა არსებული პოლიტიკური ველის მიმართ, არამედ შეიცავს სტრატეგიულ გზავნილს, რომელიც რამდენიმე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img