პენსიონერი, რომელიც 1-ელ იანვრამდე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას ჩაიტარებს, ერთჯერადად, 200-ლარიან საპენსიო დანამატს მიიღებს. – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, საპენსიო დანამატი გაიცემა აცრის პირველი დოზის მიღების შემდეგ.
„დღეიდან 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქიანაციას 1-ელ იანვრამდე ჩაიტარებს. დანამატი გაიცება პირველი აცრის გაკეთების შემდეგ“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.