26.11.2024

1 დეკემბრიდან საქართველოში მწვანე პასპორტები ამოქმედდება – ვინ მიიღებს მწვანე პასპორტს?

საქართველოში მწვანე პასპორტები 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება. ვინ მიიღებს მწვანე პასპორტს? – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე ისაუბრა.

„პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიან ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. აქვე მინდა განმარტება გავაკეთო, რომ იყო მოსაზრება კოვიდგადატანილებზე ყოფილიყო 6-თვიანი შეზღუდვა, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია იყო, რომ ეს რეკომენდაცია მოგვეხსნა და საბჭომ გაიზიარა ჩემი წინადადება. ამიტომ, მწვანე სტატუსი ექნება პირს, ვისაც გადატანილი აქვს კორონავირუსი“, – განმარტა პრემიერმა.

მისივე თქმით, მწვანე პასპორტის მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვისა და ტურისტებისთვის. ღარიბაშვილის თქმით, 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები სხვადასხვა ობიექტზე შესვლას მხოლოდ მწვანე პასპორტის წარდგენისას შეძლებენ, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა მხოლოდ ობიექტების სტუმრებზე გავრცელდება და არა იქ მომუშავე ადამიანებზე.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

სალომე ზურაბიშვილი – საჭიროა ახალი თაობა და ახალი პოლიტიკური ძალები

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება არამხოლოდ კრიტიკული შეფასებაა არსებული პოლიტიკური ველის მიმართ, არამედ შეიცავს სტრატეგიულ გზავნილს, რომელიც რამდენიმე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img