26.11.2024

თამარ გაბუნია – ბუსტერის გაკეთება 16 წლიდან ყველა პირისთვის რეკომენდებულია

ორი დოზით ვაქცინაციიდან 6 თვის შემდეგ, ბუსტერ დოზის გაკეთება რეკომენდირებულია 16 წლის ზემოთ ყველა პირისთვის, ასაკისა და დაავადების სტატუსის მიუხედავად, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ მედიასთან უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განცხადა.

„ბუსტერი დოზის გაფართოებასთან დაკავშირებით ექსპერტების საბჭომ გასცა დადებითი რეკომენდაცია, ჩვენ ამ კვირაში უკვე ოფიციალურად დავიწყებთ ამ პროცესს. რაც ნიშნავს იმას, რომ ბუსტერი დოზა ანუ საწყისი ვაქცინაციიდან 6 თვის შემდეგ ბუსტერული დოზის გაკეთება რეკომენდირებულია 16 წლის ზემოთ ყველა პირისთვის, ასაკისა და დაავადების სტატუსის მიუხედავად“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, მოგზაურობის მსურველებს, რომლებიც ჩინური ვაქცინებით არიან აცრილი, შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ დამატებით შეუძლიათ „ფაიზერის“ ორი დოზით აიცრან. მისივე განმარტებით, თუ პირველი აცრებიდან 1 თვე გასულია, დამატებითი ორი დოზით აცრა საფრთხეს არ წარმოადგენს.

რაც შეეხება მოგზაურების დამატებითი დოზით ვაქცინაციას, მოგეხსენებათ, რომ ზოგიერთი ქვეყანა ჯერჯერობით არ ცნობს ყველგან დაშვებისთვის „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინას. ამის გამო, ბევრ მოქალაქეს შეექმნა გარკვეული პრობლემა, რადგან მათ მოუწიათ ყოველდღიური ტესტირების რეჟიმში ჩართვის აუცილებლობა და იმ ქვეყანაში დაწესებული მწვანე საშვის მოთხოვნებიდან გამომდინარე მათთვის მნიშვნელოვანია, რომ შეიცვალონ ვაქცინაციის სტატუსი, გაიკეთონ ე.წ დამატებითი დოზები – ორი დოზა. ბუსტერ დოზა არის 1 დოზა, დამატებითი დოზები, რომლებიც მოგზაურების მიზნებისთვის ან საუნივერსიტეტო გარემოში მოხვედრის მიზნებისთვის ტარდება, არის 2 დოზა, დასაშვებია მათი გაკეთება მეორე აცრიდან 1 თვის შემდეგ. ამ შემთხვევაში, მოთხოვნილია გარკვეული დოკუმენტაცია, მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს მოგზაურობის მიზნობრიობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ბილეთის ჯავშანი ან მოწვევა. ნებისმიერი ამ ტიპის დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში მათ ვთავაზობთ დამატებით 2 დოზით აცრას „ფაიზერის“ ვაქცინით“, – განაცხადა გაბუნიამ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

სალომე ზურაბიშვილი – საჭიროა ახალი თაობა და ახალი პოლიტიკური ძალები

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება არამხოლოდ კრიტიკული შეფასებაა არსებული პოლიტიკური ველის მიმართ, არამედ შეიცავს სტრატეგიულ გზავნილს, რომელიც რამდენიმე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img