თავისუფლების მოედანზე ოპოზიციის აქციისთვის ემზადებიან. აქციას მონაწილეები სხვადასხვა ქუჩიდან კოლონებით უერთდებიან.
რეგიონებიდან ჩამოსული მხარდამჭერები სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბნენ და მსვლელობით მიემართებიან თავისუფლების მოედანზე.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ან პირველ ეტაპზე, სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.