23.11.2024

ნიკა მელია – გლდანის ციხესთან ოპოზიციის აქციები არ გაიმართება

„ნაციონალურმა მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით, გლდანის ციხესთან ოპოზიციის აქციები არ გაიმართება. ამის შესახებ მან თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, გლდანის მე-18 დაწესებულებასთან აქციის გამართვა პროვოკაციად აღიქმება.

„არცერთი მსურველი გლდანის ციხესთან აქციის გამართვისა! მე, როგორც თქვენი მეგობარი გეუბნებით, რომ ეს აღიქმება პროვოკაციად. იქ, სადაც ახლა მიხეილ სააკაშვილი მოათავსეს და ამ ყველაფრისთვის ძალიან მძიმე ფასს გადაიხდიან. იქ, სადაც კრიმინალები ჰყავთძალიან მძიმე დამნაშავეები ჰყავთ, „კანონიერი ქურდები“ ჰყავთ, იქ შეიყვანეს ახლა მიხეილ სააკაშვილი. იქ ახლა აქციის გამართვა არის ბროლის ოცნება „ქართული ოცნების“, რომ ბუნტის ინსცენირება მოახდინონ იქ და მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს და მერე რუსეთის ფედერაციის დაგეგმილი სპეცოპერაცია ჩვენ შემოგვაწმინდონ ტანზე. ამიტომ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ფეხი აქედან არცერთმა ჩვენგანმა არ მოვიცვალოთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img