22.11.2024

ელენე ხოშტარია კობახიძის განცხადებაზე – ყურადღების გადატანის მცდელობაა არაადეკვატურ საკითხზე

დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარიას თქმით, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება მის მოწამვლასთან დაკავშირებით, მხოლოდ ყურადღების გადატანის მცდელობაა. როგორც ხოშტარია აღნიშნავს, ეს მმართველი პარტიის მდგომარეობაზე მეტყველებებს.

“ეს არის მცდელობა ყურადღების გადატანის აბსოლუტურად არაადეკვატურ არარელევანტურ საკითხზე. მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ერთადერთი პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილისა და ჩემს ჯანმრთელობაზე, არის ქართული ოცნება, რომელსაც ზუსტად ერთ წამში შეუძლიათ გადაწყვიტონ ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის პრობლემა, ეს არის მიხეილ სააკაშვილის არაადამიანური მოპყრობის პირობებიდან გამოყვანა და სამოქალაქო კლინიკაში წაყვანა.

ლაპარაკი რაღაც შეთქმულებებზე და მცდელობა რაიმე დაპირისპირების ჩემს მეგობრებთან, კოლეგებთან ან აქცენტების და ყურადღების გადატანა, არ გამოუვათ. ერთადერთი რაზეც მათ მოუწევთ ფიქრი არის პასუხისმგებლობა, რომელსაც ვერ მოიხსნიან. მეტს ამ საკითხზე საერთოდ აღარ ვილაპარაკებ, მაქსიმუმ ვიცინო”, – განაცხადა ხოშტარიამ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img