სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში შესვლისას, პატიმრები მის სახელსაც სკანდირებდნენ, რაც გარკვეულ ეჭვებს აჩენს, ხომ არ იყო ეს კოორდინირებული, ან წინასწარ ორგანიზებული.
“რა თქმა უნდა, ვერ გამოვრიცხავ იმას, რომ შეიძლება ყოფილიყო გარკვეული ჯგუფის პატიმრების მხრიდან ორგანიზებული ან კოორდინირებული, თუმცა, რა თქმა უნდა მე ამის პირდაპირი მტკიცებულებები არ მაქვს. ერთადერთი, რაც შეიძლება გითხრათ, სრულიად შეფუთული შევდივარ მე პირადად ციხეში, რამდენიმე წამი დამჭირდა, სანამ მანქანიდან შევიდოდი მე-18 დაწესებულებაში და ამ რამდენიმე წამის განმავლობაში ჩემს გვარსაც სკანდირებდნენ. ამიტომ, რა თქმა უნდა, გარკვეულ ეჭვებს აჩენს, როგორ შეიძლებოდა, ეს დაეფიქსირებინათ ისე, რომ ეს არ ყოფილიყო კოორდინირებული, ან წინასწარ ორგანიზებული.” – განაცხადა სახალხო დამცველმა “ფორმულას” ეთერში”.