“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავჯდომარე, ნიკა მელია ოპოზიციის მიერ მოდულის შენობასთან, იუსტიციის სამინისტროთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან ჩატარებულ აქციებზე ადამიანების დაკავებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხელისუფლებას თავისუფლების იდეის ეშინია და მზად არიან მშვიდობიანი აქციები დაარბიონ.
“დღეს რაც ვნახეთ, არის შეშინებული, ძალის იმედად დარჩენილი რეჟიმი, რომელიც კოპირებს რუსეთსა და ბელარუსს! კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მაგრად ეშიანით თავისუფლების იდეის და მზად არიან თავის კორუმპირებული ხელისუფლების დასაცავად სრულიად მშვიდობიან აქციებს დაერიონ! აქციების დაწყებამდე 46 ადამიანი დააკავეს – მაგრამ საქართველოში თავისუფლებისთვის მებრძოლი ასობით ათასია. ვაგრძელებთ! მშვიდობიანად, უწყვეტად და მტკიცედ.” – განაცხადა მელიამ.