იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე საქართველოში არსებულ ეპიდვითარებას აფასებს. ჩხაიძის თქმით, სანამ ვაქცინაციის პროგრამა არ გააქტიურდება და ნიღბის ტარების მაჩვენებელი არ გაიზრდება ქვეყანაში, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება გვექნება.
“მე ვერ ვხედავ მექანიზმს, რამ უნდა შეამციროს ინფიცირების რაოდენობა. ამის უკან შეიძლება, იყოს ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობის ზრდა, რაც ბოლო კვირების განმავლობაში პირიქით, დაბალ რიცხვზე იყო და, ამ მხრივ, მოლოდინი ნამდვილად არ გვაქვს. მეორე შესაძლო მექანიზმია ეპიდსაწინააღმდეგო მექანიზმების დაცვა, ნიღბის ტარებას ვგულისხმობ, სულ 35% მაჩვენებელი. სამწუხაროდ ჩვენ ველოდებით, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ მაღალი იქნება, სანამ ამ ორ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას არ მივიღებთ”, – აცხადებს ჩხაიძე.