თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე ნინო ელიეშვილი განიხილავს.
ექსპრეზიდენტს პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს. პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლო დარბაზში მის გადაყვანაზე უარი თქვა.
სასამართლო პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები “მიშა, მიშა”, “ივანიშვილის მონებო”- სკანდირებენ.
ისინი საყვირებით ყოფილი პრეზიდენტის მხარდაჭერას გამოხატავენ.
შეკრებილების მოთხოვნაა – “თავისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტს”.
ადგილზე დიდი ოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებული.