24.11.2024

2020 წელს საქართველოში ყველაზე დაბალი ხელფასები განათლების სექტორში იყო

2020 წელს საქართველოში საქმიანობის სახეებიდან დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი ყველაზე დაბალი განათლების სექტორში იყო. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, განათლების სექტორში დასაქმებულის ნომინალური ხელფასი 743.1 ლარს შეადგენდა, ყველაზე მაღალი კი, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში – 2 156.9 ლარი.

2020 წელს საქართველოში საშუალო თვიურმა ხელფასმა 1191 ლარი შეადგინა, 2021 წლის პირველ კვარტალში 1256.2 ლარი, ხოლო მეორე კვარტალში – 1328 ლარი.

2020 წლის მონაცემებით, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი საქმიანობის სახეების მიხედვით ასეთია:

  • სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა – 819.0 ლარი;
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 1 779.4 ლარი;
  • დამამუშავებელი მრეწველობა – 1 111.4 ლარი;
  • ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – 1 499.8 ლარი;
  • წყალმომარაგება, კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები – 791.3 ლარი;
  • მშენებლობა – 1 715.0 ლარი;
  • საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი – 1 036.5 ლარი;
  • ტრანსპორტირება და დასაწყობება – 1 433.1 ლარი;
  • განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები – 819.1 ლარი;
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1 885.7 ლარი;
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 156.9 ლარი;
  • უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები – 1 182.9 ლარი;
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 852.3 ლარი;
  • ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები – 866.4 ლარი;
  • სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა, სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება – 1 425.8 ლარი;
  • განათლება – 743.1 ლარი;
  • ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები – 1 101.4 ლარი;
  • ხელოვნება, გართობა და დასვენება –  955.1 ლარი;
  • სხვა სახის მომსახურება – 1 094.4 ლარი.
- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img