თბილისის მერიის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა დედაქალაქის რამდენიმე რაიონში პრობლემები შექმნა.„სხვადასხვა მისამართზე დაზიანებულია სახურავები, სარეკლამო ბანერები. ასევე, წაქცეულია ხეები.
თბილისის გამგეობებისა და „ეკოსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან და სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებენ. ასევე, მობილიზებულია მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.