ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია, მოდის ინდუსტრიაში ყველაზე პრესტიჟული ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭოს დაჯილდოების, მოდის ოსკარად წოდებული CFDA Awards-ს გამარჯვებულია.
Balenciaga-ს შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა კატეგორიაში – ქალის ტანსაცმლის საეთაშორისო დიზაინერი – გაიმარჯვა.
ამავე კატეგორიაში, მასთან ერთად წარდგენილები იყვნენ მიუჩია პრადა, რაფ სიმონსი და სიმონ პორტ ჟაკქმუსი.
დემნა გვასალიამ მოდის ოსკარად წოდებულ დაჯილდოებაში პირველად 2017 წელს გაიმარჯვა. საერთაშორისო ჯილდო მოდის სფეროში შეტანილი შემოქმედებითი წვლილისთვის 2017 წელს დემნას “ვეტმანისა” და “ბალენსიაგასთვის” გადაეცა.
CFDA მოდის ინდუსტრიაში ყველაზე მაღალი დონის ჯილდოდ ითვლება და მას უმეტესად ლეგენდად ქცეულ დიზაინერებს გადასცემენ.