25.11.2024

ზურაბ ჯაფარიძე – თუ გიჟი არ ხარ და სამოქალაქო დაპირისპირება არ გინდა, ეს კადრები რატომ უნდა დადო?

გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერის ზურაბ გირჩი ჯაფარიძის თქმით, კადრების გავრცელების ერთადერთი ლოგიკური ახსნა სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებაა. 

“რატომ აკეთებენ ამას? მე ერთადერთი ახსნა მაქვს – ამ ადამიანს [მიხეილ სააკაშვილს] ჰყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი, ასობით ათასი ადამიანი, მათ შორის ძალიან გულმხურვალე მხარდამჭერები, რომლებიც ძალიან გამწარდებიან ამ კადრების ნახვით. თუ მართლა გიჟი არ ხარ და სამოქალაქო დაპირისპირება არ გინდა ქვეყანაში და მართლა ვინმეს დავალებას არ ასრულებ, ეს კადრები რატომ უნდა დადო, მე არ მესმის”. – განაცხადა ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან.

ჯაფარიძის თქმით, ეს კადრები და ზოგადად “ქართული ოცნების” ქმედება სააკაშვილის წინააღმდეგ იმის დასტურია, რომ ხელისუფლებას არ აინტერესებს დასავლეთის და დასავლური ინსტიტუტების აზრი.

“ეს კადრები და ზოგადად ეს დამოკიდებულება, მათ შორის იძულებით გადაყვანა გლდანის ციხეში, არ გადაყვანა მულტიპროფილურ კლინიკაში იმდენი უფლების შელახვა არის სააკაშვილის, რომ ნებისმიერ ამ საქმეს სააკაშვილი წაიღებს სტრასბურგში და ყველას მოიგებს. ამიტომ ვიძახი, რომ ამათ ფეხებზე ჰკიდიათ ეგ ამბავი, სინამდვილეში, ძალის დემონსტრირებას ახდენენ და იძახიან, რომ საერთოდ არ გვაინტერესებს დასავლეთი ან დასავლური ინსტიტუტები ჩვენზე რას იტყვიან, რასაც გვინდა იმას გავაკეთებთ და ჩვენს ხელში არის მთელი ძალაუფლება”. – თქვა ჯაფარიძემ

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img