თავდაცვის ყოფილი მინისტრი და არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეას” დამფუძნებელი თინა ხიდაშელი იუსტიციის სამინისტროს მიერ, მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის კადრებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ შურისძიება, ანგარიშსწორება, საჯაროდ დამცირება მხოლოდ უკიდურესად მხდალ, მშიშარა, პატარა ადამიანებს შეუძლიათ.
“სიგიჟე უკვე ყოველდღიური, ლამის ყოველწუთიერი ხდება. ბოროტების ბოროტებით დამთრგუნავი არგუმენტები, შუა საუკუნეებიც კი არ არის. შურისძიება, ანგარიშსწორება, საჯაროდ დამცირება მხოლოდ უკიდურესად მხდალ, მშიშარა, პატარა ადამიანებს შეუძლიათ. ნეტავ თუ ვაცნობიერებთ ბოლომდე როგორი საშიში და დამაზიანებელია ასეთი ხელისუფლება;
ნეტავ თუ ვაცნობიერებთ, რომ პატიმარ სააკაშვილისადმი მოპყრობა და შემდეგ ამ ყველაფრის ტელეეთრში ჩვენება ხელისუფლების უკიდურესად ამორალურ ბუნებაზე მეტყველებს, რაც მათ არასოდეს, არაფრის წინაშე არ შეაჩერებთ;
ნეტავ როგორ გვძინავს მშვიდად (თუკი და ვისაც) როდესაც ვიცით რომ კინო ჩვენებაზე კი ვართ, ეს ჩვენი ქვეყნის რეალობაა” – წერს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე”.