24.11.2024

ვიოლა ფონ კრამონი – სააკაშვილის საქმე სულ უფრო პოლიტიკური ხდება, ამ კადრების გავრცელება სავალალოა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში შეყვანის ამსახველი კადრების გავრცელებას ეხმაურება.  

„ამ კადრების გავრცელება საქართველოს მთავრობის მიერ სავალალოა. საქმე სულ უფრო პოლიტიკური ხდება და “ქართული ოცნება” უფრო და უფრო ემსგავსება წინა ხელისუფლებას. საქართველო უკეთესს იმსახურებს.

სააკაშვილმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, მიიღოს სათანადო სამედიცინო დახმარება და მიეცეს საშუალება, რომ დაესწროს საკუთარ არაპოლიტიზირებულ სასამართლო პროცესს. საქართველო უნდა გავიდეს ამ არეულობის მიღმა და დაიწყოს რეალური პრობლემების მოგვარება, როგორიცაა რუსული ოკუპაცია, სიღარიბე და უკან გადადგმული ნაბიჯები დემოკრატიაში“, – აცხადებს ვიოლა ფონ კრამონი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img