22.11.2024

ცესკომ შედეგები შეაჯამა – რამდენი მანდატი მოიპოვეს პარტიებმა თბილისის საკრებულოში

ცესკომ დღევანდელ სხდომაზე თბილისის საკრებულოს 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგები შეაჯამა. შემაჯამებელი ოქმის თანახმად, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობამ 494 676 შეადგინა.

თბილისის საკრებულოში მანდატები ასე გადანაწილდა:

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 19;

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ -13 მანდატი;

„გახარია – საქართველოსთვის“- 4;

„ლელო“ – 2;

„ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლება“ – 1;

„ანა დოლიძე – ხალხისთვის“ – 1 მანდატი.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურის შედეგებიც შეაჯამა. შედეგების მიხედვით, ქალაქ თბილისის მერად არჩეულია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი კახა კალაძე. მან 258 776 ამომრჩევლის ხმა, 55.60% მიიღო. თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში სულ 480 302 ამომრჩეველი მონაწილეობდა.

მეორე ტურის შედეგები ასევე შეაჯამეს საოლქო საარჩევნო კომისიებმა. შემაჯამებელი ოქმების მიხედვით, საკრებულოს წევრად და მერად არჩეული პირების შესახებ ინფორმაცია ცესკომ დღევანდელ სხდომაზე ცნობად მიიღო. დეტალური ინფორმაცია და შემაჯამებელი ოქმები განთავსებულია ცესკოს ვებგვერდზე.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img