ელენე ხოშტარია, რომელიც 3 ნოემბრიდან შიმშილობს, სოციალურ ქსელში წერს, რომ ორგანიზმში ინტოქსიკაცია დაეწყო, რის გამოც გადასხმებს დათანხმდა.
ხოშტარია თქით, ექიმმა მას ჰოსპიტალიზაცია შესთავაზა, თუმცა უარს ამბობს და არც შიმშილობას შეწყვეტას აპირებს.
“გუშინ ექიმმა გააკეთა განცხადება ჩემ ჯანმრთელობაზე, რომ ცოტა დამძიმდა. მოკლედ, ექიმმა მითხრა, რომ ორგანიზმში დაიწყო ინტოქსიკაცია და თუ ამ ეტაპზე რეგულარულ გადასხმებს (მედიკამენტოზურს და არა საკვები, ეს გამორიცხულია) არ გავიკეთებ თირკმელი ვერ გაუძლებს. შემომთავაზა ჰოსპიტალიზაცია, ამაზე უარს ვამბობ.
აქედან გამომდინარე დავთანხმდი ამ ეტაპზე გადასხმებს, როდესაც თირკმელის გაჩერების რისკი მოიხსნება, შევაჩერებ გადასხმებს.
თავს ვგრძნობ კარგად. ვარ ძალიან შემართებით, წამი არ ყოფილა, რომ ვიტანჯებოდე. დღეს წარმატება ჩემ მეგობრებს აქციაზე! გადაიყვანეთ სააკაშვილი კლინიკაში! მე გაჩერებას არ ვაპირებ!” – წერს ხოშტარია.