22.11.2024

ევროპარლამენტარები – ნინო ლომჯარია და მისი ოფისი შექებას იმსახურებენ – თავდასხმები შეშფოთებას იწვევს

ევროპარლამენტარები მარინა კალიურანდი და სვენ მიქსერი საქართველოში სახალხო დამცველის აპარატის როლზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

,,ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს სახალხო დამცველის ოფისის მიერ შესრულებულ სამუშაოს, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ქართულ საზოგადოებაში. ქალბატონი ნინო ლომჯარია და მისი ოფისი იმსახურებენ შექებას ამ ყველაფრისთვის. თავდასხმები, რომლებიც მათ დამოუკიდებლობაზე ხორციელდება, შეშფოთებას იწვევს, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის“ , – აღნიშნულია განცხადებაში.

ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ ისინი თვალ-ყურს ადევნებდნენ სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით.

მარინა კალიურანდი და სვენ მიქსერი ერთობლივ განცხადებაში წერენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მოვლენების განვითარებას მონიტორინგს უწევენ და ელიან, რომ მისი უფლებები დაცული იქნება.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img