16 ნოემბერს ოპოზიცია საპროტესტო აქციას ავტოკოლონებით გამართავს. ამის შესახებ ნიკა მელიამ ინფორმაცია სოციალური ქსელით გაავრცელა.
„ჩვენი მტკიცე, ყოველდღიური და მრავალფეროვანი საპროტესტო მოძრაობა გრძელდება!
არცერთი დღე დასვენება არაადამიანურ რეჟიმს!
ხვალ ავტოკოლონების დღეა! შემოგვიერთდით საქართველოს და ევროკავშირის დროშებით – მსვლელობა მთელ ქალაქში! რეჟიმი უნდა ვარყიოთ, სანამ არ ჩამოინგრევა!“, – აღნიშნავს ნიკა მელია.
ოპოზიციის ავტომსვლელობა 14:00 საათზე დაიწყება. პროტესტის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან დაიძვრებიან, ცესკოს შენობასთან მივლენ, მსვლელობას კი კახეთის გზატკეცილზე, ენმ-ის ცენტრალურ ოფისთან დაასრულებენ.