22.11.2024

თამარ გაბუნია – ეპიდემიის გავრცელების ხელშემწყობია მიმდინარე აქციების პროცესი

ეპიდემიის მაღალი გავრცელების ხელშემწყობია მობილობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი, თუნდაც მიმდინარე აქციების პროცესი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა, სადაც ეპიდვითარება შეაფასა.

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, გარდაცვალების მაჩვენებელი ინფიცირების მაჩვენებლის კლებასთან ერთად შემცირდება. ამასთან, გარდაცვალების პროპორცია 1.4%-ის ფარგლებში რჩება.

„დღეს მთავარი არის ის, რომ როგორღაც მოვახერხოთ ეპიდემიის გავრცელების შეკავება. ბუნებრივია, ეპიდემიის ამგვარი მაღალი გავრცელების ხელშემწყობი მობილობის ძალიან მაღალი მაჩვენებელია, თუნდაც მიმდინარე აქციების პროცესი, ყველას გვესმის, რომ ამას ხელს უწყობს.

ძალიან საყურადღებოა დღევანდელ პირობებში ამ მიმართულებითაც ვიფიქროთ, ვაქცინაციის პროგრამა რაც შეიძლება გააქტიურდეს. ის ინტერვალი, რაც არის დაწესებული აცრებს შორის, დავიცვათ. მოქალაქეების აქტიურობა მნიშვნელოვანია“, – აღნიშნავს გაბუნია.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img