ქუთაისის “კლინიკა ბომონდში” მშობიარობის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირებული ქალი გარდაიცვალა.
გარდაცვლილი სკოლის პედაგოგი, 43 წლის ნინო ქუთელიაა, რომელიც კორონავირუსის გართულებული ფორმით ქუთაისში “ბომონდის” კლინიკაში რამდენიმე დღის წინ მოათავსეს და საკეისრო კვეთა ჩაუტარეს.
ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
43 წლის ქალი კორონავირუსით, მშობიარობამდე ორი კვირით ადრე დაინფიცირდა.