22.11.2024

არჩილ თალაკვაძე – ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ სამედიცინო საჭიროებები და პოლიტიკური ამოცანები

ადამიანს, რომელიც დღეს სხდომას არ ესწრება, ერთ-ერთ მიტინგზე წამოსცდა, ჩვენი პოლიტიკური ამოცანაა, რომ სააკაშვილი ჯერ კლინიკაში გადავიყვანოთ და შემდეგ გავათავისუფლოთო – ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ სამედიცინო საჭიროებები და პოლიტიკური ამოცანები – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, სააკაშვილი მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება და საკითხავია, „რა სამედიცინო ჩარევა სჭირდება სააკაშვილს ისეთი, რომ მის სხვა მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანს ითხოვენ“.

„ზოგიერთი ოპოზიციონერი კოლეგა გამოვიდა ძალიან შეწუხებული – რა ხდება ამ ქვეყანაში, როგორ შეიძლება მიხეილ სააკაშვილზე, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და მათ დღის წესრიგზე ვილაპარაკოთო. მართლა გინდათ, რომ საქმეზე ვილაპარაკოთ? რაღაც არ გეტყობათ, რომ მართლა ეს საკითხები გაინტერესებთ. ერთს ლაპარაკობთ და მეორეს აკეთებთ. თქვენი ყველანაირი აქტივობა ამ ორი თვის და ამ კვირების განმავლობაში ერთადერთ სახელს ატარებს. ვერ ეუბნებით თქვენს მხარდამჭერებს, რომ არჩევნები წააგეთ და ერთადერთი, რასაც აკეთებთ მარცხიდან სხვა საკითხებზე ყურადღების გადატანაა. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს და მის შიმშილობასთან დაკავშირებულ საკითხებს, სტრასბურგის სასამართლომ მოუწოდა მას, რომ შიმშილობა შეწყვიტოს, ხოლო სახელმწიფოს სთხოვა ინფორმაცია, რამდენადაა ის მზად შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოს. დღეს მიხეილ სააკაშვილი მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება, რომელიც, ჩვენი ინფორმაციით, აღჭურვილია ყველა საბაზისო აპარატურით და შესაბამისი სამედიცინო პერსონალითაა, რომელიც მზადაა, როგორც მიმდინარე, ასევე კრიტიკული სიტუაციებისთვის დახმარების აღმოსაჩენად. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო კითხვა – რა სამედიცინო ჩარევა სჭირდება მიხეილ სააკაშვილს ისეთი, რომ მისი პოლიტიკური მეგობრები მის სხვა მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანს ითხოვენ? რა არის ეს მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ჩარევა, რაზეც არც დაცვის მხარისგან, არც მისი პოლიტიკური თანამებრძოლებისაგან არ მოგვისმენია?“,- განაცხადა თალაკვაძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img